Monday, May 16, 2011

აღდგომის კუნძული

აღდგომის კუნძული მდებარეობს წყნარ ოკეანეში,მისი ფართობი დაახლოებით 166კვ/კმ-ა.ამ კუნძულისფორმა ძალიან ჰგავს ტოლფერდა სამკუთხედს.კუნძული გამორჩეულია დასახელების მხრივაც, ვინაიდან მას აქვს რამდენიმე სახელი:ტე პიპო ტე ჰენუა,რაპანუი,აღდგომის კუნძული,,,,,,,,ამ სახელების უმეტესობა პოლინეზიური წარმოშობისაა.რაც შეეხება აღდგომის კუნძულს,ეს სახელი ჰოლანდიელებმა შეარქვეს,1775 წლის 5 აპრილს,აღდგომა დღეს აღმოაჩინეს კუნძული,რის გამოც შეარქვეს ეს სახელი.ეს კუნძული განსაკუთრებულია იმითაც რომ ის ყველაზე იზოლირებული კუნძულია,ბინაიდან,სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან 3700კმ-ით არის დაშორებული.
           აღსანიშნავია ამ კუნძულის დამწერლობა.აქ გავრცელებულია რონგორონგოს დამწერლობა,რომლის გაშიფვრაც დღემდე ვერავინ შესძლო.ამ დამწერლობას განსაკუთრებული წაკითხვის მეთოდი აქვს,რადგანაც ჯერ იწყებენ ქვედა მარცხენა კუთხიდან მერე ატრიალებენ მეორე მხარეს და ასე აგრძელებენ.                                                      
    აღდგომის კუნძულზე ასევე უჩვეულო ქანდაკებებია,ეს არის მოაის ქანდაკებები,რომლებიც დამზადებულია ტუფისაგან,ვულკანური ქანებისგან.პოლინეზიური ლეგენდის თანახმად ეს ქანდაკებები განასახიერებენ ამ კუნძულზე მიცვალებულთა სულებს,რომლებიც მათ სიძლიერესა და გამძლეობას ანიჭებს.
      მე-19 საუკუნის ბოლოს ამ კუნძულზე გაჩნდა ახალი კულტი,ეს არის ტანგატამანუ,რომელიც განასახიერებს ფრინველ-ადამიანის კულტს.                                              
    დღესთვის აღდგომის კუნძული იუნესკოს მიერ  გამოცხადებულია კაცობრიობის საგანძურად.

No comments:

Post a Comment